ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რა მოთხოვნები აქვთ გულისტანის მუშებს


რა მოთხოვნები აქვთ  გულისტანის მუშებს

როგორც ვიტყობინებოდით, “გულისტანის“ მუშებმა შესაძლოა აქციები ისე განაახლონ. ერთ-ერთმა მუშამ “გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ მცირედი კომენტარით შემოიფარგლება. „„გულისტანიდან“ გაათავისუფლეს ერთ-ერთი მუშა. ჩვენი ინფორმაციით, მისი გათავისუფლება უკანონო არის, ამიტომ ვითხოვთ მის დაბრუნებას სამუშაოზე. ასევე ვითხოვთ ხელფასების მატებას. დანარჩენ მოთხოვნებს გავაჟღერებთ მოგვიანებით. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკები და ამიტომ თავს შევიკავებ დეტალებზე ვისაუბრო",_ ამბობს ის. თუ ეს მოთხოვნები, არ შესრულდება „გულისტანის“ მუშები მშვიდობიან საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. ფოტო: არქივი



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია