პოლიტიკა
საქართველოში თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებს სანქციებს დავუწესებთ და ამას რა თქმა უნდა, ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან თანამშრომლობით გავაკეთებთ, - ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, დაუწესებს თუ არა კანადა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციებს