პოლიტიკა
"ერთ-ერთი სარგებელი, რაც ამ კანონს ჰქონდა, არის ის, რომ ყველა ერთ ქვაბში ჩაიყარა, უფრო სწორად, სადაც იყვნენ, გამოჩნდნენ, ანუ სინამდვილეში ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა - „კოლექტიური ნაცმოძრაობა" და ამ სიის პრეზენტაცია განახორციელა სწორედ სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც თავადაც წარმოადგენს სწორედ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიაზე" დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა