პოლიტიკა
ის შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა შარშან დაუშვა, აღარ უნდა განმეორდეს, რადგან სტატუსზე გადაწყვეტილება, ამავე დროს, გზავნილია, თუ რა დამოკიდებულება აქვს ევროკავშირს ქართველი ხალხის მრავალწლიანი ბრძოლის მიმართ - ადგილი დაიბრუნოს ევროპულ ოჯახში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დუბლინში ვიზიტისას ჟურნალისტებთან განაცხადა