ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“ბულვარში ნახეს ტელეფონი”- ბათუმში კიდევ ერთი ბიჭი გაუჩინარდა


“ბულვარში ნახეს ტელეფონი”- ბათუმში კიდევ ერთი ბიჭი გაუჩინარდა

ბათუმში 18 წლის ზაზა თევზაძეს ეძებენ. როგორც "გურია ნიუსთან" დაკარგულის დედა ამბობს, მისი შვილი სახლიდან 22 მარტს გავიდა. "შაბათ დილას გავიდა სახლიდან... ბულვარში ნახეს ტელეფონი. სხვა დეტალები, არ ვიცით. საქმეში ჩართულია პოლიციაც",- აცხადებს დაკარგულის დედა. ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. შეგახსენებეთ, ბათუმში კიდევ ერთ პირს ეძებენ - 14 წლის ალექსანდრე მიქელაძე სახლიდან 16 იანვარს გავიდა და მას შემდეგ, აღარავის უნახავს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია