- ივლისი 28, 2021
FourFourTwo-მ ევრო 2024-ის მონაწილე ნაკრებების მწვრთნელების რეიტინგი შეადგინა – რომელ ადგილზეა ვილი სანიოლი
- მაისი 28, 2024
- , სამართალი
ცნობილმა საფეხბურთო გვერდმა, FourFourTwo-მ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელების რეიტინგი შეადგინა და საქართველოს ნაკრების დამრიგებელი ვილი სანიოლი მე-15 ადგილზე გაიყვანა. საქართველოს ნაკრების ჯგუფში მწვრთნელთა შორის რეიტინგით საუკეთესო (მე-6 ადგილი) პორტუგალიის ნაკრების ესპანელი სპეციალისტი რობერტო მარტინესია. შემდეგ (მე-13) მოდის თურქეთის იტალიელი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა, ხოლო მესამეზე (მე-15) „ჯვაროსნების“ ფრანგი სპეციალისტია. ბოლო (23) პოზიციაზე ივან ჰაშეკი (ჩეხეთი) აღმოჩნდა. „საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი ფეხბურთელის რანგში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად გახდა, ხოლო მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი – საფრანგეთის ეროვნულ გუნდში. მან საქართველოსთვის ისტორია დაწერა, გუნდი პირველად ითამაშებს დიდ საფეხბურთო ტურნირზე“, – ასე დაახასიათა გამოცემამ სანიოლი. რეიტინგში პირველ ადგილზე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების დამრიგებელი დიდიე დეშამია, მეორეზე იტალიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი – ლუჩანო სპალეტი, ხოლო მესამეზე იულიან ნაგელსმანი (გერმანია) გავიდა. [simple-author-box]