ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

დნიპროში, რუსების მიერ კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა


დნიპროში, რუსების მიერ კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

დნიპროში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დარუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია. ინფორმაცია ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ გაავრცელა. მისი თქმით, მაშველება შეძლეს 39 ადამიანის გადარჩენა. დაბომბვის შედეგად დაშავდა 75 პირი, მათ შორის 14 ბავშვია. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მაშველებმა, რომლებიც 40 საათზე მეტია, ადგილზე მუშაობენ, ღამით ნანგრევებიდან დამატებით რამდენიმე ცხედარი გამოიყვანეს. "ბოლო მონაცემებით, მტრის შეტევამ 35 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათგან 2 ბავშვია. 39 ადამიანი გადავარჩინეთ, დაშავებულია 79 მოქალაქე. დაშავებულებს შორის 14 ბავშვია. კორპუსში მცხოვრები 35 ადამიანის ბედი უცნობია. ნანგრევების ქვეშ ადამიანების ძებნა გრძელდება", - თქვა რეზნიკოვმა. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა დნირპოში საცხოვრებელი კორპუსი 14 იანვარს დაბომბეს, რის შემდეგაც სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია