ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ნამახვანჰესი აღარ აშენდება – “ენკა” ხელშეკრულებას წყვეტს საქართველოს მთავრობასთან


ნამახვანჰესი აღარ აშენდება – “ენკა” ხელშეკრულებას წყვეტს საქართველოს მთავრობასთან

ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია, ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს და უარს ამბობს $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენებაზე, რომელსაც თვეების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ აქტივისტების ჯგუფი. Enka Renewables-ის გადაწყვეტილების შესახებ მისი მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი გახდა. რადიო თავისუფლება ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოძიებას "ენკას" ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან, მათ შორის იმის შესახებ, დაიწყებს თუ არა დავას კომპანია არბიტრაჟში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. წყარო: რადიოთავისუფლება



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია