- ივლისი 28, 2021
ოზურგეთელი სპორტსმენების ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო საქართველოს პირველობიდან
- აპრილი 05, 2022
- , სამართალი
დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 17 წლამდელთა შორის, რომელსაც ქალაქი ხაშური მასპინძლობდა. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს და წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა ჩემპიონის ტიტული და შინ ოქროს მედალი ავთანდილ მამალაძემ წამოიღო ( 60კგ.) ვერცხლი და მეორე საპრიზო ადგილი ლუკა ჯანელიძემ ( 51კგ) და საბა მახარაძემ ( 71კგ) აიღეს ბრინჯაოს კი ლუკა კილაძე ( 45კგ) , ზურა სადრაძე( 55კგ) და გიორგი ბერიძე ( 48 კგ) დაეუფლენ. ასევე ჩემპიონატიდან გუნდური მესამე ადგილი ოზურგეთს ერგო!