ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ახალ პროექტში ერთვება


ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ახალ პროექტში ერთვება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ახალ პროექტში ერთვება - ამ მიზნით დღეს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, OGP_Local -ის კოორდინატორთან, საკრებულოს აპარატის უფროსთან, ნანა თავდუმაძესთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. „მოქალაქეთა ჩართულობისა და თვითმმართველობის გამჭვირვალობის ინოვაციური მექანიზმები“ NDI-ის მხარდაჭერილი პროექტია, რომლის განხორციელებასაც ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ვგეგმავთ. სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები დაგვეხმარება სწორად დავგეგმოთ მუნიციპალური პოლიტიკა. გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, ღიაობისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით, რაც OGP-ის ახალ ვალდებულებებშიც აისახება. მოხარული ვარ, რომ ოზურგეთი ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის წევრად გასულ წელს აირჩიეს“,- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია