ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეცრეჟიმი გაუქმდა


რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეცრეჟიმი გაუქმდა

რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაც გაუქმდა,_ ამის შესახებ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რიკოთის არსებული (ძველი) გზის 149 კმ-თან მოეწყო შემოსავლელი გზა, რომელზეც გადაერთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შესაბამისად, მიმდინარე წლის 30 იანვრიდან რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში",_ აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია