ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

რიკოთზე მოძრაობის საგანგებო რეჟიმი დაწესდა


რიკოთზე მოძრაობის საგანგებო რეჟიმი დაწესდა

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. მოძრაობა დაწესებული სპეციალური რეჟიმის მიხედვით განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ დღეს დილას ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია, _ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტისვე ინფორმაციით, რიკოთზე მოძრაობის საგანგებო რეჟიმი დაწესდა. ,,მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი მოძრაობს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი დაშვებულია ორმხრივად, 23:00 საათიდან 05:00 საათამდე", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია