- ივლისი 28, 2021
ვინ სად დაინიშნა _ ოზურგეთის მერიაში საკადრო ცვლილებებია
- სექტემბერი 08, 2022
- , სამართალი
ოზურგეთის მერიაში საკადრო ცვლილებებია. ცვლილებების შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ დღეს გამართულ მერიის სხდომაზე განაცხადა. „გაგაცნობთ ახალ საკადრო გადაწყვეტილებებსაც: განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის პოზიციაზე ლალი სიჭინავა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის უფროსის პოზიციაზე გერმანე ჭანუყვაძე, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის პოზიციაზე პავლე ჭყონია დაინიშნა. მინდა ვთხოვო მათ, მაქსიმალურად ეფექტიანად შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები და აქტიური კომუნიკაცია შეინარჩუნონ მოქალაქეებთან,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.