- ივლისი 28, 2021
ხორბლის პურის ფასი წლიურად 30%-ით გაიზარდა- რას გეგმავს მთავრობა
- ივნისი 13, 2022
- , სამართალი
გლობალური გაძვირების გამო, აპრილში ხორბლის პურის ფასი წლიურად საქართველოში 30 პროცენტით გაიზარდა - ასეთია ფერმერთა ასოციაციის კვლევის შედეგი. კვლევამ აჩვენა ისიც, რომ ხორბლის პურის ფასი 2021 წლის მაისიდან ყოველთვიურად იზრდება. ფასების გაძვირების ფონზე კი, 2022/23 წლებში გლობალურად ხორბლის მოცულობის მცირეოდენი შემცირებაა მოსალოდნელი. საქართველო რუსული ხორბლის ბაზარზე რომ არის დამოკიდებული, ამას ასოციაციის კვლევაში კიდევ ერთხელ ვკითხულობთ. ორგანიზაცია ამ დამოკიდებულების შემცირების ერთ-ერთ გზად ადგილობრივი წარმოების გაზრდას ასახელებს და სახელწმიფოს რეკომენდაციებს სთავაზობს. სახელმწიფომ კი თავისი ხედვა ცოტა ხნის წინ გაახმოვანა - დაგეგმილია ხორბლის თვითუზრუნველყოფის 50 პროცენტამდე გაზრდა. დღეს ადგილობრივი ხორბალი მოთხოვნის მხოლოდ 15%-ს აკმაყოფილებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ წლების წინ დაწყებულმა სახელმწიფო პროგრამებმა შედეგი უკვე გამოიღო - ხორბლის მოსავლიანობა შარშან 20%-ით გაიზარდა და ჰექტარზე 2.7 ტონას მიაღწია. მიზანი მოსავლიანობის 5 ტონამდე გაზრდაა. წყარო: rustavi2