პოლიტიკა
„ევროინტეგრაცია არის გრძელვადიანი, მრავალწლიანი პროცესი და ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო მიმდინარე წელს, არამედ მომდევნო წლების განმავლობაში, მუდმივად გაგრძელდეს კონსულტაციები ყველა იმ თემაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, როგორც კანდიდატის სტატუსის მიღებას, ასევე ასოცირების დღის წესრიგის შეთანხმებას და ყველა იმ ამოცანის შესრულებას, რომელიც ზოგადად ამ პროცესთან არის დაკავშირებული", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" განაცხადა