პოლიტიკა
“გუშინ ჩავატარე გამოკითხვა ხელისუფლების მხარდამჭერებში , კითხვა იყო მარტივი – ვინმეს გჯერათ რომ მურუსიძე-ჩინჩალაძე პატიოსანი მოსამართლეებია!
ერთი კითხეთ ქართულ ოცნებას – რატომ არ გაუშვა ეს სააკაშვილის ნაც-მოსამართლეები 2012 წელს!
რატომ ჩაიხუტა და დააწიანაურა სანდრო გვირგვლიანის, სულხან მოლაშვილის , ბუტა რობაქიძის საქმეების მოსამართლეები?!
ჩემს კითხვებზე ხელისუფლების მომხრეთა პასუხი იყო გამაოგნებელი – ყველა აცხადებს რომ სასამართლო და მოსამართლეები არიან დამნაშავეები!
დიახ – აბსოლიტურად ყველა ოცნების მომხრე ანუ 100% აღიარებს რომ მურუსიძე – ჩინჩალაძე უსამართლო მოსამართლეებია!
მაგრამ მმართველი ელიტის მიერ შემოგდებული ნარატივიც გამაოგნებელია – “ კი არიან მურუსიძე-ჩინჩალაძე დამნაშავე მოსამართლეები , მაგრამ ამერიკის ჭკუაზე არ უნდა გავიაროთო “!
როგორ აშტერებენ ხალხს – ყველაფერში სოროსის დაკრულზე ცეკვავდა კობახიძე-მდინარაძე და თურმე მარტო მურუსიძის ნაწილში გაუჯიქდნენ ამერიკელებს , მურუსიძე ყოფილა ერის სინდისი!
სასაცილოა – სატირალი რომ არ იყოს!
რა შუაშია ამერიკა ან რუსეთი ?!
სააკაშვილი ყველა სიბინძურეს ხომ ამ მოსამართლეების ხელით აკეთებდა?!
თუ ვინმეს გჯერავთ კობახიძის მიერ ნათქვამი იმ იდიოტიზმის , რომ მიშას დროს ცუდები იყვნენ და ოცნების დროს გაპატიოსნდნენ ეს მოსამართლეებიო