პოლიტიკა
COVID-19-ით გამოწვეულმა მსოფლიო პანდემიამ სასურსათო კრიზისის აპოკალიფსური სურათი ნათლად დაგვანახა: დახურული კაფეები, რესტორნები, სასტუმროები, ბაზრობები, გაუქმებული ღონისძიებები სურსათზე მოთხოვნილების მკვეთრი დაცემის საფუძველი გახდა; საზღვრების, ქალაქების, მუნიციპალიტეტების ჩაკეტვამ, კარანტინებმა და საგანგებო ვითარების შემოღების აუცილებლობამ მუშახელის მკვეთრი დეფიციტი გამოიწვია; ფინანსური კრიზისის გამო, ფულის რესურსი ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდა; ნაკლებად განვითარებული მეურნეობების მქონე ქვეყნებისთვის კი, სურსათის დეფიციტი რეალობად იქცა და შესაბამისად, ფასების ზრდა გრძელდება